Logo

ჯოზეფ ბორელი – ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში

მსოფლიო
1195
Frontnews image description

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში. 

 

როგორც ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, ყაზახეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

 

“შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ წარმოიშვა ყაზახეთში. ვწუხვართ ხალხის დაღუპვის გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება ყოველთვის და თავის არიდება არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებისთვის.

 

ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში, გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

 

მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს. მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement