Logo

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
558
Frontnews image description

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონებაც – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.

ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს კი რვა წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს, მასთან ორი კვირის წინ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრის და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით, ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები