ჯუანშერ ბურჭულაძე – აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.
“ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს