Logo

ჯუანშერ ბურჭულაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

საზოგადოება
611
Frontnews
ჯუანშერ ბურჭულაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

 

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები