მოსამართლეთა კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე იმართება

მოსამართლეთა კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე იმართება

ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია იმართება, აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები არიან შეკრებილი.
მათ ხელში უჭირავთ იმ მოსამართლეების სურათები, რომლებმაც მათი შვილების საქმეები განიხილეს და პატიმრობაში დატოვეს.
მშობლები სკოლის ტერიტორიაზე შემსვლელ ავტომობილებს ე.წ. სირცხვილის კორიდორში ატარებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან იმყოფება, აცხადებს, რომ მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი "რუსულ რეჟიმს ემსახურებიან და უსამართლობას ჩადიან".
"სწორია, რომ ეშინიათ მათ უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ ყველი წუთის, ყოველი დღის, იმიტომ რომ ისინი არიან გარდა რუსული რეჟიმს მსახურები, პერსონალურად არიან ბოროტმოქმედები და ჩადიან უსამართლობას. შესაბამისად, მათ მოუწევთ სულ გაგონება იმ სიმართლის ხმის, იმ პირების ხმის, რომელიც ამ ოჯახებს და მათ შვილებს აქვთ", - განაცხადა ხოშტარიამ.
თაგები:
საპროტესტო აქცია