ჯვარში მეხის დაცემის შედეგად 80 წლამდე ქალი გარდაიცვალა
შემთხვევა
15.08.2021 / 18:17


ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მეხის დაცემის შედეგად 80 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
ქალბატონი ბაზრიდან სახლში მიდიოდა და წვიმის გამო ქოლგით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა.
ის ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
სამეგრელოში რამდენიმე დღეა, უამინდობაა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ნალექი დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.
თაგები:
სამეგრელო