
ავტორი
Front News საქართველო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე მათ დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე, რომლებიც კადეტებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.
"აღინიშნა, რომ ლიცეუმისადმი მოსწავლეთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქუთაისის პარალელურად, უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ, კრწანისშიც გაიხსნება. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პანსიონის ტიპის სასწავლებელია და შესაბამისად, კადეტის სადღეღამისო დასწრება სავალდებულოა. ლიცეუმში სწავლება და საცხოვრებელი პირობები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
კადეტები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს