კადიროვი – ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუ მკაცრი ზომებია საჭირო, ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან


ავტორი
Front News საქართველო
ჩეჩენი სამხედროები და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში გაემგზავრნენ, – განაცხადა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე.
“ჩეჩნეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის გვარდიის მებრძოლები უკვე გაემგზავრნენ დაძაბულობის ზონებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად და მისი სახელმწიფოებრიობის დასაცავად!”, – განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, ამბოხი უნდა ჩაახშონ და თუ ამისთვის მკაცრი ზომებია საჭირო, ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან.
23 ივნისის ღამეს “ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დემარში გამოაცხადა. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” დაქირავებულ მებრძოლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის დროსაც უამრავი მეომარი დაიღუპა. მისი ჯარები შევიდნენ დონის როსტოვში და აიღეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის შენობა. მედია ასევე წერს, რომ “ვაგნერელებმა“ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტი უკვე დაიკავეს.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, “გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“.
თაგები:
რამზან კადიროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს