კახა გოგოლაშვილი – ამ სამი პირობის შესრულების გარეშე, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს სრული ბოიკოტი და ამას უფრო მეტი მორალური ძალა ექნება


ავტორი
Front News საქართველო
სამი რამაა მნიშვნელოვანი – საარჩევნო გარემოს შეცვლა, კანონების უკან წაღება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება უპირობოდ, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიციამ სრული ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს.
“სამი რამაა მნიშვნელოვანი – საარჩევნო გარემოს შეცვლა, კანონების უკან წაღება, რამაც დემოკრატია უკან დახია და მესამე – პოლიტიკური პატიმრების გამოშვება უპირობოდ. ამ სამი პირობის შესრულების გარეშე, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს სრული ბოიკოტი და ამას უფრო მეტი მორალური ძალა ექნება.
“ოცნება” არ წავა ოპოზიციასთან არანაირ პირობებზე და დათქმებზე.
რაც შეეხება არჩევნებს, ეს რომ არალეგიტიმურია, ეს უნდა დარჩეს პროტესტის თემად. ეს პროტესტი მიმართულია ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი – თუ ეს კანონი FARA-დან სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი, მაშინ მას იმ მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ, რომლისთვისაც იღებენ

კახა კალაძე – ჩვენი ბრალია, საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ ქვეყანას არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, სხვასაც იგივე დამოკიდებულება ექნება

გოგა ხაინდრავა – დღეს ვინც ქართულ ეკლესიას და უწმინდესს და უნეტარესს ლანძღავს, ამ ადამიანს რა სიტყვებით ამკობენ, ღირსებაზე გველაპარაკებიან ზოგიერთი პოლიტიკოსები, როდესაც ამას ვითმენთ, მაგაზე მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მომაყენონ?