Logo

კახა გოგოლაშვილი - ასეთ ვითარებაში იმდენ მანდატს ვერ მოიპოვებ, რამდენიც გეკუთვნის, მაგრამ უნდა მოიპოვო იმდენი, რამდენიც შესაძლებელია

პოლიტიკა
239
Frontnews image description

ასეთ ვითარებაში იმდენ მანდატს ვერ მოიპოვებ, რამდენიც გეკუთვნის, მაგრამ უნდა მოიპოვო იმდენი, რამდენიც შესაძლებელია და არ უნდა გაუშვა ხელიდან არცერთი შესაძლებლობა, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველა კანონიერი გზა უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას შეეწინააღმდეგოს.

"საქმე გვაქვს ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებასთან. ეუთო ოდირის დამკვირვებლებს რომ აღარ იწვევენ, ამის გამო არჩევნებზე უარის თქმა, ჩემი აზრით, არის მცდარი მიდგომა იმიტომ, რომ თავიდანვე უკან დახევა და ჩრდილში გადასვლა იმიტომ, რომ გამარჯვების იმედი არ აქვთ, ეს არის აბსოლუტური შეცდომა იმიტომ, რომ ყველა კანონიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგონ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში იმდენ მანდატს ვერ მოიპოვებ, რამდენიც გეკუთვნის, მაგრამ უნდა მოიპოვო იმდენი, რამდენიც შესაძლებელია და არ უნდა გაუშვა ხელიდან არცერთი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, აზრები იყოფა, მაგრამ მე რასაც არ მივესალმები არის ის, რომ შემოდის აგრესიის ელემენტები ამ დისკუსიაში. დისკუსია აუცილებელია იმიტომ, რომ ხალხმა რაციონალურად იაზროვნოს და გადაწყვეტილებებიც რაციონალური ჰქონდეთ და არა ემოციური", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Advertisement