კახა გოგოლაშვილი - ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ძალიან დიდი ხნით არის დახურული და ეს იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე

ავტორი
Front News საქართველო
"ქართულ ოცნებაში" ხშირად ისმის ბრალდებები ევროკავშირის მიმართ და ეს ბრალდებები არის მიზანდასახული, ეს არ არის აბსურდული, ეს სტრატეგიული მოქმედებაა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაამართლოს თავისი ეს ცუდი ურთიერთობა ევროკავშირთან, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მდგომარეობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არის აბსოლუტურად ანომალიური კანდიდატი სახელმწიფოსთვის.
"ევროკავშირი არის ისეთი, როგორიც არის. ახლახან საფრანგეთმა მიიღო ძალიან მკაცრი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებით და ესეც ევროკავშირის ბიუროკრატიაა? ან, მთლიანობაში, რას ნიშნავს ევროკავშირის ბიუროკრატია? არაფერი იდეალური არ არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე კარგი, ალბათ, ეს კავშირია და ყველაზე დემოკრატიული. შეიძლება ამას შევადაროთ ევროკავშირის არაწევრი შვეიცარია, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. დემოკრატიის მაჩვენებლები ამერიკის შეერთებული შტატების არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საშუალო ევროპული, ამიტომ, ეს არის ყველაზე დემოკრატიული სივრცე, თანაც ახლა ევროკავშირს ვერ დააბრალებ, რომ არასამართლიანი და ცუდი მმართველობა აქვს. იქ გადაწყვეტილებებს აბალანსებენ ყველა ინსტიტუტების, მოსახლეობის, ყველანაირი აქტორების ჩართულობით.
რას ჰქვია ევროკავშირის ბიუროკრატია? - ევროკავშირის ბიუროკრატია ვერ მიიღებს ვერანაირ პარტიკულარიზმულ გადაწყვეტილებას, ასეთებს იღებენ "ქართულ ოცნებაში" და იქ ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, თუ იქ გადაწყვეტილებები არ არის მხარდაჭერილი ფართო ჯგუფების მიერ.
"ქართულ ოცნებაში" ხშირად ისმის ბრალდებები ევროკავშირის მიმართ და ეს ბრალდებები არის მიზანდასახული, ეს არ არის აბსურდული, ეს სტრატეგიული მოქმედებაა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაამართლოს თავისი ეს ცუდი ურთიერთობა ევროკავშირთან.
რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მდგომარეობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არის აბსოლუტურად ანომალიური კანდიდატი სახელმწიფოსთვის. მე ვერ გეტყვით, ფინანსური, ან ზოგადად სანქციები თუ დაწესდება საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ძალიან დიდი ხნით არის დახურული და ეს იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე. აქვე, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დარღვევის მიმართ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი




