კახა გოგოლაშვილი - ჩვენი მხრიდან არ არის პროტესტი, მოთხოვნა და ზეწოლა რუსეთზე არანაირი, რომ გაიყვანონ ჯარები, მაგრამ ეს ზეწოლა მოდის ევროპიდან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მხრიდან არ არის პროტესტი, მოთხოვნა და ზეწოლა რუსეთზე არანაირი, რომ გაიყვანონ ჯარები, მაგრამ ეს ზეწოლა მოდის ევროპიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით საფრანგეთის და გერმანიის პოზიცია არის უფრო ფრთხილი.
"ჩვენი მხრიდან არ არის პროტესტი, მოთხოვნა და ზეწოლა რუსეთზე არანაირი, რომ გაიყვანონ ჯარები, მაგრამ ეს ზეწოლა მოდის ევროპიდან, როგორც ვხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ მიდგომას, ეს არის ნორდიკული ქვეყნების ინიციატივები და არა მარტო მათი, რომ ეს საკითხი კომპლექსურად განიხილონ. ამაზე ძალიან დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ ახლა უფრო აქტიურია ეს თემა.
ამ კუთხით საფრანგეთის და გერმანიის პოზიცია არის უფრო ფრთხილი, ისინი ფიქრობენ, რომ ჯერ უნდა შეჩერდეს ცეცხლი, ჯერ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის და მერე უნდა ვისაუბროთ უფრო ფართო საკითხებზე, მათ შორის საქართველოს შესახებო", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი




