კახა გოგოლაშვილი - მარტო საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრი, რომ ეს არის ძალაუფლების მთავარი პანაცეა, ეს ცოტა სნობიზმია


ავტორი
Front News საქართველო
მარტო საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრი, რომ ეს არის ძალაუფლების მთავარი პანაცეა, ეს ცოტა სნობიზმია. ადგილობრივი ძალაუფლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოიკოტს არ აქვს რაციონალურად ჩამოყალიბებული სტრატეგია.
"მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტ პერსპექტივას ბრძოლის გაგრძელების და მუხტის აწევის, პროტესტის კონსოლიდაციის, არჩევნებში მონაწილეობა მისცემდა ბევრად უფრო მეტ სტიმულს ამ ყველაფერს.
ბოიკოტს არ აქვს რაციონალურად ჩამოყალიბებული სტრატეგია, არ არის ეს ბოიკოტის სტრატეგია, ეს არის მხოლოდ მდგომარეობა, მაგრამ მიზანი, რომელსაც ამის შემდეგ აღწევ, ეს არის ზედაპირული განსჯის შედეგი. უფრო წყნარი და სიღრმისეული განსჯით სწორი იქნებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანებულიყვნენ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების მიზნით. სრულად გაიმარჯვებდნენ თუ ნაწილობრივ, ძალიან ბევრ ამოცანას შეასრულებდნენ - მოხდებოდა ამ მიზნის გარშემო ხალხის კონსოლიდაცია, გაძლიერდებოდა რეგიონებში მუშაობაც, პარალელურად იქნებოდა საუბარი ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა. სულ სხვაა, როცა ატარებ საარჩევნო კამპანიას და თან რაღაცებს ჰპირდები, მეტ ხალხს გადმოიბირებდნენ, მეტს გაანათლებდნენ.
მარტო საპარლამენტო არჩევნებზე ფიქრი, რომ ეს არის ძალაუფლების მთავარი პანაცეა, ეს ცოტა სნობიზმია. ადგილობრივი ძალაუფლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პარტიებისთვის თანადამკვიდრების შესაძლებლობა, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში რაღაცას ასწრებ.
საბოლოო ჯამში, თუ ვერ შეთანხმდნენ - ბოიკოტის გზა სჯობია თუ არჩევნებში მონაწილეობის, რაღაც ჯენტლმენური გარიგება უნდა იყოს, რომ თუ თქვენ არ მონაწილეობთ, ჩვენ ნუ შეგვიშლით ხელს და ჩვენს ამომრჩეველს მაინც ნუ ეუბნებით, რომ მოღალატეები ვართ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს