
ავტორი
Front News საქართველო
ავტორიტარიზმის ბუნება ასეთია - ის ცდილობს, დაარწმუნოს მოსახლეობა და თუ ვერ არწმუნებს, მაშინ ის იყენებს სხვა სახის ინსტრუმენტებს, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობას იყენებს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანი შეიძლება იყოს არის ის, რომ "ოცნებამ" მიაღწიოს მოსახლეობის მორჩილებას და არა მოსახლეობის მხარდაჭერას.
"ავტორიტარიზმის ბუნება ასეთია - ის ცდილობს, დაარწმუნოს მოსახლეობა და თუ ვერ არწმუნებს, მაშინ ის იყენებს სხვა სახის ინსტრუმენტებს, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობას იყენებს მოსახლეობაზე.
მიზანი შეიძლება იყოს არის ის, რომ "ოცნებამ" მიაღწიოს მოსახლეობის მორჩილებას და არა მოსახლეობის მხარდაჭერას. დანარჩენი პროპაგანდა მაინც რჩება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ზედაპირული ფონი - ეფექტი იმისთვის, რომ მოსახლეობას ეს კარგად ესმის და მხარს გვიჭერს, მაგრამ ეს, რეალურად, ასე არ არის, ეს არის მხოლოდ გარეგნული ეფექტის მისაღებად შექმნილი პროპაგანდა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს