
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში გეოპოლიტიკურად, გეოეკონიმიკურად, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მდგომარეობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არის აბსოლუტურად ანომალიური კანდიდატი სახელმწიფოსთვის.
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონში გეოპოლიტიკურად, გეოეკონიმიკურად. სატრანსპორტო დერეფნის შეჩერება არ შეიძლება, ამ დერეფნის გადაკეტვის საშუალებას არც მისცემენ არც მეზობელი ქვეყნები და არც ევროკავშირი.
რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მდგომარეობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, არის აბსოლუტურად ანომალიური კანდიდატი სახელმწიფოსთვის. მე ვერ გეტყვით, ფინანსური, ან ზოგადად სანქციები თუ დაწესდება საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ძალიან დიდი ხნით არის დახურული და ეს იმოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს