კახა კალაძე – არავის არაფერში ვეჯიბრები, ვაკეთებ ჩემს საქმეს და მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც დასაფასებელია.
მერობის კანდიდატი კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ნდობას უკან კონკრეტული საქმეებით დააბრუნებს.
“კვლევებთან დაკავშირებით, განცხადებები ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სიახლეს ვერაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ არავის არაფერში ვეჯიბრები. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, მაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა და ნდობა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, ვაფასებ და ჩემი და ჩემი თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, ეს კეთილი განწყობა, პატივისცემა კონკრეტული საქმეებით დავაბრუნოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
“მინდა, თბილისელებს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია და გასაფრთხილებელია. პირობას ვაძლევ ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მხარდამჭერია თუ არა, მომდევნო წლების განმავლობაში, ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მათით ყველა აუცილებლად იამაყებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – არავის ვეჯიბრები, ბედნიერი ვარ, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა

კახა კალაძე – ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა, ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება

კახა კალაძე – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები