
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიცი, რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს.
საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს ოპოზიციაა. არცერთ განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს