Logo

კახა კალაძე – გადაწყვეტილება თუ იქნება რუსეთის მხრიდან მიღებული, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

პოლიტიკა
1207
Frontnews image description

პირდაპირ ფრენებზე რუსეთის მხრიდან თუ იქნება გადაწყვეტილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“გარდა ამისა, უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, თუ არ ვცდები მილიონამდე ქართველია და გადაწყვეტილება თუ იქნება რუსეთის მხრიდან მიღებული, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა არის პრობლემა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონს ის, რაც ხდება რუსეთში, უკრაინაში, რომ შემოდიან საქართველოში? მერე რა, ისედაც შემოდიან. 

 

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. რუსეთის გადაწყვეტილებით არის ფრენები შეჩერებული. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ გამორიცხავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები