კახა კალაძე – კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას


ავტორი
Front News საქართველო
“თუ საჭირო გახდება, მივიღებთ დამატებით ისეთ კანონებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და სუვერენიტეტს აძლიერებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით ქვეყანაში გამჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანა და რევოლუციების მოწყობის მცდელობები აღარ მოხდება.
„კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. შესაბამისად, ვერ მიმართავენ ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ.
კანონების მიღება, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები – ეს ყველაფერი კეთება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ამ ტიპის ბიუროკრატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის მივცემთ. თუ საჭირო იქნება დამატებითი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სუვერენიტეტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს

კახა კალაძე – ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს

კახა კალაძე – სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას ვერ მივცემთ კუბილიუსებს და მსგავსი ტიპის ევროპარლამენტარებს