
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან მედიას განუცხადა.
მისივე თქმით, ის მზად იყო ამისთვის 2017 წელსაც, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ პოლიტიკური შოუების მოწყობა დაიწყო.
“2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყოთავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.
“მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, იმისთვის, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. იქნებამაქსიმალური თანამშრომლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს