
ავტორი
Front News საქართველო
“ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკითხვას.
როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.
“ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, იმიტომ, რომ ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას – იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და იყო უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლუციური სცენარი, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს