Logo

კახა კალაძე – რთულია, ვთქვათ, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავარია განვახორციელოთ რეფორმები

პოლიტიკა
1037
Frontnews image description

რთულია, ვთქვათ, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. მთავარია ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც დათქმებში იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

“გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია და ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირზე. 

 

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა,  უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმების განხორციელება. შემდგომ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. 

 

გულდასაწყვეტია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, რადგან საქართველო იმსახურებდა ამ სტატუსს. ყველაფერი გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებთაც მისცეს ეს სტატუსი. ძალიან ბევრი მიმართულებით ვუსწრებთ და წინ ვართ ამ ქვეყნებზე, თუმცა ბევრი ახსნა-განმარტება მოვისმინეთ, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთან მიმართებით. ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, არამედ გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები