Logo

კახა კალაძე – საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო

პოლიტიკა
557
Frontnews image description

ძალიან ბევრი ტელევიზია აქტიურობს, ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო, – ამის შესახებ  თბილისის მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  განაცხადა.

 

მისივვე თქმით, დებატები ყველა კანდიდატის მონაწილეობით უნდა გაიმართოს. 

 

“არავის არ ვასხვავებ ერთმანეთისგან. რომელიღაც კანდიდატს ჰქონდა მოწოდება, მხოლოდ მერს და მელიას დავუჯდები დებატებშიო. მარტო მელიას და კალაძეს კი არა, ყველასთან უნდა დავჯდეთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. 16-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული, შესაბამისად, მე არც ერთ კანდიდატს არ ვასხვავებ“,- განაცხადა  კალაძემ.

 

დებატებში მოქმედი მერი კახა კალაძე და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია ყოფილმა პრემიერმა, ასევე თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გამოიწვია.

 

რაც შეეხება საზოგადოოებრივ მაუწყებელს, ის საარჩევნო ფორმატში დებატების  გამართვას 14 და 21 სექტემბერს გეგმავს.

Advertisement