კახა კუჭავა – ირაკლი კობახიძე არის გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც 2 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძე არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გუნდის უდავო ლიდერი, რომელიც 2 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კუჭავამ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ესწრება კობახიძე მაჟორიტარების წარდგენას.
“ირაკლი კობახიძე მუშაობს როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ასე იყო წლების განმავლობაში. წინა წარდგენებზეც იყო პრემიერი და გენერალური მდივანი. ნუ ნერვიულობთ, ის ოფისშია და როდესაც საჭირო გახდება, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს