კახა წიქარიშვილი - 100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები, რა არის უფრო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის?

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფოს ეს უჯდება დაახლოებით იგივე ხარჯი, რაც დაანონსებული სასკოლო ფორმების ყიდვა. 100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები, თუნდაც 50 000. რა არის უფრო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის?, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფასი რომ არ იყოს პრობლემა, ყველა მედიკამენტს შემოიტანდა სახელმწიფო.
"სარჯველაძე ამბობს, რომ ფასი არ არის პრობლემა და ა.შ. მაგრამ, რეალობაში, ფასი არის პრობლემა. ეს მედიკამენტები რომ არ ღირდეს ის, რაც ღირს, მაშინ სახელმწიფო იტყოდა, რომ ა, ბატონო, აგერ არის, ყველა ამ მედიკამენტს შემოიტანდა და იტყოდა, რომ აგერ არის ეს მედიკამენტები, თქვენ რისკებიც იცით, სარგებელიც იცით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ამ მედიკამენტს გაიკეთებთ, თუ არ გაიკეთებთ. არანაირი პრობლემა მაგ მხრივ სახელმწიფოს არ ექნებოდა, შესაბამისად, ფასი ამ მედიკამენტების არის ერთ-ერთი რეალური პრობლემა, რის გამოც ესენი თავს იკავებენ.
თუმცა, ფასს რაც შეეხება, ეს მედიკამენტები სხვადასხვა ფასის არის და მეოთხე მედიკამენტს, "ვამოროლონს" რაც შეეხება, 6 ათასიდან 10 ათას ევრომდე ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში სახელმწიფოს დაუჯდება დაახლოებით 10 მილიონი ევრო, ეს მედიკამენტი "ვამოროლონი", რომელიც ყველა პაციენტზე მიდის, განსხვავებით ზოგიერთი მედიკამენტისგან, რომელიც ყველაზე არ მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეს უჯდება დაახლოებით იგივე ხარჯი, რაც დღეს რომ დააანონსეს სასკოლო ფორმების ყიდვა. მოდი, ძალიან ლოგიკური შეკითხვა დავსვათ - 100 ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, თუ სასკოლო ფორმები, თუნდაც 50 000, თუ რამდენი ბავშვიც არ უნდა იყოს. რა არის უფრო პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის? თუნდაც ის, რაც სარჯველაძემ თქვა, 3 წლით ეტლში ჩაჯდომის გადავადება, თუ სასკოლო ფორმები", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
თაგები:
კახა წიქარიშვილი




