კახაბერ ჩიტაური - ერთ-ერთი ისტორიული პროექტია გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა


ავტორი
Front News საქართველო
საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა სოფელს და წყალი ყველა სოფელს, - ამ დაპირებას ადგილობრივებს "ქართული ოცნებიდან" დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩიტაური აძლევს.
როგორც ჩიტაური აღნიშნავს, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ისტორიული მნიშვნელობისაა გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის გაგრძელებაც მომავალ წელსაც იგეგმება.
მერობის კანდიდატი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობას და მათში მოტივაციის გაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
"ერთ-ერთი ისტორიული პროექტია გუდამაყრის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ამ ეტაპზე არის ბახნიდან მაქათამდე და დასრულდება წელს, მისი ღირებულებაა დაახლოებით 3 მილიონი ლარი. მომავალ წელს, ვაპირებთ მივიდეთ კიტოხამდე. [ლაფაანთკარი-დავათის გზაზე] დაახლოებით 6 კმ-მდე გზის საფარის მოეწყო ასფალტბეტონით და სანიაღვრე არხებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრება ყველა ბავშვს. რომელი სტუდენტიც 81 ქულაზე მეტს მოაგროვებს, თითქმის ყველას ვაფინანსებთ, რომ მოტივაცია გავუჩინოთ ახალგაზრდებს", - აცხადებს კახაბერ ჩიტაური.
თაგები:
დუშეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს