კახეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში მრავალჯერ ნასამართლები 1999 წელს დაბადებული გ.ქ. და 1956 წელს დაბადებული გ.მ.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული გ.მ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა და 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს