
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე, უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს