კახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის -1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





