Logo

კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი ნარკორეალიზატორია

სამართალი
348
Frontnews
კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე "კანაფი“ და „მარიხუანა“.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები