
ავტორი
Front News საქართველო
კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
მისივე ცნობით, შემთხვევა გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ის სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მამაკაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს