
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია.
“ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. უნდა აღინიშნოს,რომ საქართველოში ვითარება უფრო და უფრო სერიოზულდება, რაც შემაშფოთებელია.
6 მარტიდან ხორციელდება სავიზო აკრძალვა დიპლომატებისთვის, მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის“, - განაცხადა კაია კალასმა.
თაგები:
კაია კალასი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს