კალასი - რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებს

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, მიუხედავად აშშ-ის განახლებული დიპლომატიური ძალისხმევისა, მათ შორის, ამერიკელი წარმომადგენლების მოსკოვსა და კიევში ვიზიტებისა, რუსეთის პოზიციის ცვლილების ნიშნები არ ჩანს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რეალური საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთი თავდასხმებს, განსაკუთრებით კი მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს შეწყვეტს.
"ისინი თავდასხმებს თუ შეწყვეტდნენ, ეს დამარწმუნებდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება დასხდომა და მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტა არ გვინახავს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ამ მოლაპარაკებებს რეალურად სერიოზულად არ უყურებენ“, – განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა და ევროკავშირის სანქციებმა მოსკოვში „დაძაბულობა“ გაზარდა.
თაგები:
კაია კალასი




