კალასი - საქართველო არის მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს

ავტორი
Front News საქართველო
შეხედეთ საქართველოს, ქვეყანას, რომლის ხალხსაც უმრავლესობით სურს ევროპული მომავალი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ზღუდავს პოლიტიკურ გამოხატვას და ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ასევე არის მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს.
"შეხედეთ საქართველოს, ქვეყანას, რომლის ხალხსაც უმრავლესობით სურს ევროპული მომავალი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ზღუდავს პოლიტიკურ გამოხატვას და ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. საქართველო ასევე არის მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს, როდესაც ქვეყანა რჩება რუხ ზონაში დაუცველი, იძულებისა და დემოკრატიული უკუსვლის წინაშე.
კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ რეფორმები, განსაკუთრებით კი ფუნდამენტურ საკითხებში, ესენია - კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და კორუფციასთან ბრძოლა. როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს გზა გაიარა, გეტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესრულება",- განაცხადა კაია კალასმა.
თაგები:
კაია კალასი




