
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უარი უკრაინის ახალი დახმარების დაფინანსებაზე მხოლოდ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მოეწონება, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.
“ჩვენი თაობისთვის არის დიდი გამოწვევა და გამოცდა, რომელიც გამოიხატება დემოკრატიის დაცვაში. უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება ასევე ამერიკული უსაფრთხოებაა, ამ საკითხში ერთიანობაა საჭირო.
ეს ფული უნდა მივცეთ უკრაინელებს, უნდა დავუჭიროთ მხარი და დავრწმუნდეთ, რომ პუტინი წააგებს, რადგან თუ ეს ფული ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მხოლოდ ორი გაიღიმებს – ერთი მათგანი ვლადიმერ პუტინია მოსკოვში, მეორე სი ძინ პინი პეკინში. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე არ მინდა არცერთ ამ ადამიანს საშობაო საჩუქარი გავუკეთო”, – განაცხადა კამერონმა.
თაგები:
დევიდ კამერონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს