კამერონი – თუ პუტინს უკრაინაში არ შევაჩერებთ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება


ავტორი
Front News საქართველო
თუ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არ გააჩერეს უკრაინაში, ის მეტისთვის დაბრუნდება, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიტანეთმა უნდა გაიგოს, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო.
როგორც კამერონმა აღნიშნა, აზრი არა აქვს მსოფლიოს წინა მდგომარეობაში ჯადოსნური დაბრუნების იმედს.
“იმედი პოლიტიკა არ არის, თუ პუტინს არ გავაჩერებთ უკრაინაში, ის დაბრუნდება მეტის გამო. და ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, რომ დიქტატორების დამშვიდება საბოლოოდ ანგრევს ბრიტანეთის ინტერესებს”, – განაცხადა კამერონმა.
თაგები:
დევიდ კამერონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს