კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


ავტორი
Front News საქართველო
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ჯასტინ ტრიუდო ოფიციალურად ჩაანაცვლა.
კარნიმ ფიცი ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო და ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებს და შთამომავლებს.
პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვევა.
ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს. მან „ლიბერალური პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152 000-მდე წევრი მონაწილეობდა.
ჯასტინ ტრიუდომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ის ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
გადადგომის მიზეზი კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ლიბერალური პარტიის“ ყველაზე დაბალი რეიტინგი გახდა.
თაგები:
მარკ კარნი

თინა ხიდაშელი – ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა

ირაკლი კობახიძე – უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი

კახა კალაძე – პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი