კარინ ჟან-პიერი – რესპუბლიკელები თამაშობენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს


ავტორი
Front News საქართველო
რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“გამაოგნებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით და რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, გაუკეთონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო, ჰქონოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ისინი თამაშობენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან – აი, რას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. ასე რომ, რაც შეეხება ურთიერთობას, ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გვქონდა და გვაქვს დისკუსიები მათთან რეგულარულად“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა. რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან.
თაგები:
თეთრი სახლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს