
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. შეხვედრები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
კონფერენციების ფარგლებში, განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდებისგან ყველა საჭიროებას მოისმენს, რადგან მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, მათი მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ, თუნდაც კრიტიკული იყოს ეს. ყველა მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა - რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან", - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.
თაგები:
"ქართული ოცნება"
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს