
ავტორი
Front News საქართველო
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ორგანიზაციის ლიდერის ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები ქალაქ შუშაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
დაგეგმილია ვარლამ ლიპარტელიანის სიტყვით გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში.
თაგები:
ვარლამ ლიპარტელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს