"ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა სოფელ ტალავერის მოსახლეობას ახალგაზრდებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ტალავერში, ახალგაზრდებთან ერთად კარდაკარის პრინციპით შევხვდით მოსახლეობას. თითოეულ ოჯახთან გულწრფელი საუბარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დიალოგებში ყველაზე კარგად ვგრძნობ ადამიანების ემოციას, სურვილებს და იმ იდეებს, რაც მათ უკეთეს მომავალთან აკავშირებს.
ახალგაზრდების გვერდით დგომა კი განსაკუთრებულ ენერგიას მატებს ჩვენს კამპანიას. მადლობა თითოეულს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა