"ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჯალაღანია, მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ ჯოხაძე და პარტიის პროპორციული სიის წევრები.
როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ბოლნისი ყველას საერთო სახლია - ქალაქი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, შრომისმოყვარე და გულღია ადამიანებით.
"ბოლნისელების ხმა, აზრი და სურვილები უნდა გახდეს ჩვენი საერთო საქმის საფუძველი. მე არ ვარ მხოლოდ კანდიდატი, მე ვარ ბოლნისელი, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ისეთი, როგორსაც ყველანი ვიმსახურებთ: განვითარებული, მშვიდობიანი და სამართლიანი", - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას მხარდაჭერისა და ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბოლნისის მომავლის შექმნის პროცესი იწყება მოქალაქეებთან ერთად.
თაგები:
ბოლნისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს