"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო - დეზინფორმაციულ წერილზე ხელმომწერ ჩინოვნიკებს შევახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მოძალადიდან მხოლოდ 30-მდე მოძალადეა დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებაშია აღნიშნული.
"წერილი შეიცავს კიდევ ერთ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, აქტივისტები „უსამართლოდ არიან დაკავებული“. ეს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაქტის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ძალადობრივ მცდელობას გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ USAID, NED, EED და სხვა მსგავსი ფონდები და ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები. მათვე შერაცხეს ბრუტალური ძალადობა „მშვიდობიან პროტესტად“, რასაც საბჭოური პროპაგანდაც კი არ იკადრებდა.
როგორც ცნობილია, მოძალადე მომიტინგეების მიმართ წარმართული ყველა პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე. ამასთან, დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილზე ხელმომწერ ჩინოვნიკებს შევახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მოძალადიდან მხოლოდ 30-მდე მოძალადეა დაკავებული, რაც გამოძიების მაღალ სტანდარტს ადასტურებს.
ხელმომწერებს ასევე შევახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში და სხვა შესაბამის ევროპულ ქვეყნებში პოლიციელზე თავდასხმისთვის მრავალწლიანი (მათ შორის 5-8 წელი) პატიმრობაა გათვალისწინებული“, - აღნიშნულია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
თაგები:
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს