“ქართული ოცნების” სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს.
“ვაგრძელებ მტკიცე პოზიციით სვლას, რადგან ზუსტად ვიცი ჩვენი მუნიციპალიტეტის საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტს - მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას და ერთად განვახორციელებთ ისტორიულ და საჭირო პროექტებს, რომლებიც სენაკს ახალ სიცოცხლეს შესძენს”, - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
შეხვედრის ფარგლებში, მერობის კანდიდატმა საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარიასთან და პროპორციული სიის კანდიდატ ჯუმბერ ტყებუჩავასთან ერთად მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა: ქალაქი - გიორგი შომახია (64.01 ოლქი), უშაფათი - მალხაზი ხაბურზანია (64.15 ოლქი), ნოსირი - გოჩა ოდიშარია (64.13 ოლქი) და რეკა - ზაზა ყურაშვილი (64.10 ოლქი).
თაგები:
სენაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს