ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დღეს იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა "მარჩელო" იხსნება

ავტორი
Frontnews საქართველო
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დღეს იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა "მარჩელო" იხსნება, რომელიც იტალიელ მსახიობ მარჩელო მასტროიანს ეძღვნება.
ექსპოზიცია მოიცავს იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ 60-ზე მეტ ფოტოსურათს, რომლებიც მან 1988 წელს, მარჩელო მასტროიანის საქართველოში რამდენიმედღიანი მოგზაურობის დროს გადაიღო.
გამოფენა მნახველისთვის ღია იქნება ხვალიდან და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
თაგები:
გამოფენა




