ქაშმირის ინდოეთის ნაწილში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.
შემთხვევა გასულ ღამეს პოლიციის მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქების შედეგად მოხდა.
როგორც ანონიმურმა წყარომ Reuters-თან განაცხადა, დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელი იყო, მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს იკვლევდნენ.
ამასთან, პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.
"მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, რადგან ზოგიერთი მთლიანად დაიწვა“,- განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


