კელი დეგნანი – არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ თქმას, რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ თქმას, რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო მშვიდი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


