კელი დეგნანი – იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ იმედი აქვს, არჩევნები უსაფრთხო გარემოში გაიმართება და მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.
მისვე თქმით, იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
“ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე და ყველაფერს ვნახავთ 2 და 3 ოქტომბერს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საარჩევნო კამპანია, საარჩევნო გარემო ფოკუსირებული იქნება საკითხებზე, ამომრჩეველბისთვის ახსნაზე, თუ რას გააკეთებენ კანდიდატები მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
ასევე, ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ლიდერები აქტიურად და ცხადად ისაუბრებენ დაშინების, თავდასხმებისა და სოციალურ მედიაში შევიწროების წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ლიდერები უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს, მათ შორის კოვიდ შეზღუდვების შესაბამისად.
ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩევლები ინფორმირებული მისცემენ ხმას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

კელი დეგნანი – მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი დათვლილი

მიხაილ როთი – თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მე ველოდები ძალიან მკაფიო და ნეგატიურ შედეგებს