
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
“აშშ ათეულობით წლის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელიც ეხება არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს, არამედ საკითხებს და რომლებიც სანდო წყაროების მთელ სპექტრს ეფუძნება.
ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. როდესაც ინფორმაცია ანგარიშში ხვდება, ის არის შემოწმებული და გადამოწმებული.
საქართველოში თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები. ვიმედოვნებთ, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში განხილული იქნება, როგორც სასარგებლო რესურსი ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს