Logo

კელი დეგნანი – შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე, საოცრად დიდი უპატივცემულობაა

პოლიტიკა
1395
Frontnews image description

საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებების კომენტირებისას აღნიშნა.

 

“მართლაც შოკირებული ვიყავი, როდესაც ელჩ ჰარცელზე ეს კომენტარები მოვისმინე. საოცრად დიდი უპატივცემულობაა ასე საუბარი ადამიანზე, რომელიც ოთხი წელი დაუღალავად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული გასახსენებელია რომელიმე სხვა ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია საქართველოსთვის ამ მიმართულებით. 

 

მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად. ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ის სამუშაო, რომელიც ელჩმა ჰარცელმა საქართველოში გასწია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები